07.11.2024

ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 2025

ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობისთვის სკოლიდან მხოლოდ ერთმა მასწავლებელმა უნდა დაარეგისტრიროს სკოლა მონაწილედ (რეგისტრაციის ბმული შეგიძლიათ იხილოთ ოლიმპიადის მთავარ გვერდზე: https://www.geli.org.ge/ka/olympiad), ამის შემდეგ ამ სკოლის ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს ექნება უფლება დაწეროს ტესტი სკოლის რაუნდის ტესტირების დღეს. სისტემაში სკოლის რეგისტრაციით მასწავლებელი ხდება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორი. 

სკოლის რეგისტრაციის შემდეგ 2-3 სამუშაო დღის ვადაში დაგიკავშირდებით მითითებულ ელ. ფოსტაზე დეტალების შესახებ.

გადახედეთ კითხვა - პასუხის გვერდს აქ დაკლიკებით და თუ თქვენი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა აუცილებლად მოგვწერეთ: tamtakakauridze@gmail.com

 

ეკონომიკის ოლიმპიადაზე სკოლების რეგისტრაცია 3 თებერვლამდე გრძელდება, 2025.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებული სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. 

  • -  ოლიმპიადის ონლაინ ტესტირება ჩატარდება 17 თებერვლის კვირაში სკოლებში. 
  • -  კომპიუტერში ონლაინ ტესტირების სისტემით მოსწავლეები უპასუხებენ 25 დახურულ შეკითხვას.
  • -  ტესტირებისთვის გამოყოფილია 40 წუთი.

 

ტესტირების სისტემა

  • -  ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლემ ტესტის დაწყებამდე უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მათ შორის ელ. ფოსტა, სადაც მიიღებს ტესტირების შედეგებს.
  • -  ტესტები გაჯერებულია ლოგიკური მაგალითებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ეკონომიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე უპასუხონ კითხვებს და აღმოაჩინონ ეკონომიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • -  მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია გაეცნონ დამხმარე მასალას, რაც დაეხმარება მათ მარტივად გაიგონ ეკონომიკა. დამხმარე მასალა ხელმისაწვდომია ამ გვერდზე, ასევე ელ. მას ელ. ფოსტაზე მიიღებენ რეგისტრირებული სკოლის კოორდინატორი მასწავლებლები.
  • - ყველა მოსწავლე, რომელიც დაწერს ტესტს, მისი დასრულებისთანავე მიიღებს ონლაინ სერტიფიკატს, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს. 
  • - სკოლების რეგისტრაციების დასრულების შემდეგ (დაახლოებით 3 თებერვლიდან 10 თებერვლამდე) მონაწილე სკოლის კოორდინატორები მეილზე მიიღებენ ტესტირების ინსტრუქციას და ბმულს რომლზეც მოსწავლეები დაწერენ ტესტს.
  • - მოსწავლეს შეუძლია ტესტი დაწეროს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

 

დამხმარე მასალა

ტესტისთვის მოსამზადებელი ძირითადი მასალა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:

https://www.geli.org.ge/ka/news?page=1

 

დამატებითი მოსამზადებელი მასალა:

საღი აზრის ეკონომიკა და ბიბლიოთეკა

"საღი აზრის ეკონომიკა ორჯერ ორივით მარტივად" და "5 წუთი ეკონომიკაზე"

 

პრიზები

  • - სკოლის რაუნდის მონაწილე ყველა მოსწავლე ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებს სერტიფიკატის ელ. ვერსიას, რომლის ჩამოტვირთვასაც და სამომავლო მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებს.
  • - ეროვნულ რაუნდზე გადასულ 200 (ან მეტს) მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატები და სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან.
  • - მასწავლებლებს, რომლებიც იქნებიან ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორები გადაეცემათ ოლიმპიადის კოორდინატორის ცნობა, ეროვნული რაუნდის მონაწილეობის სერტიფიკატი და სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან.
  • - მონაწილე სკოლებიდან მონაწილეთა რაოდენობისა და მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდებიან აქტიური მასწავლებლები, რომლებსაც გადაეცემათ პლანშეტები. 
  • - ბანაკში საქართველოს ეროვნული რაუნდის 10 გამარჯვებული მონაწილე უფასოდ ჩაერთვება, ხოლო ეროვნული რაუნდის სხვა მონაწილეები რეიტინგების მიხედვით მიიღებენ 70%, 50% და 20% ფასდაკლებას.

 

დაგვიკავშირდით: tamtakakauridze@gmail.com