11.12.2023
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 2024
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდის რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1ReLVN_7WNiMpohXMJ8qbq-IHWNEjGKc2/view?usp=sharing
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდის რეიტინგების საფუძველზე 17 ქულა არის ეროვნულ რაუნდზე გადამსვლელი.
ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობისთვის სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა / სკოლის წარმომადგენელმა უნდა დაარეგისტრიროს სკოლა და შეიყვანოს თავისი მონაცემები, მოსწავლეების რეგისტრაციის დეტალებზე კი ჩვენ დაგიკავშირდებით.
ეკონომიკის ოლიმპიადაზე სკოლების რეგისტრაცია დასრულდა 29 თებერვალს, 2024.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებული სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
- - ოლიმპიადის ონლაინ ტესტირება მოსწავლეებისთვის ჩატარდება მარტში.
- თბილისის სკოლები ტესტს დაწერენ თავისუფალ უნივერსიტეტში 17 მარტს (მარტის დასაწყისში დავუკავშირდებით რეგისტრირებულ სკოლებს დეტალებზე).
- საქართველოს სხვა სკოლები ადგილზე სკოლებში 18 და 19 მარტს (მარტის დასაწყისში დავუკავშირდებით რეგისტრირებულ სკოლებს დეტალებზე)
- - კომპიუტერში ონლაინ ტესტირების სისტემით მოსწავლეები უპასუხებენ 25 დახურულ შეკითხვას.
- - ტესტირებისთვის გამოყოფილია 40 წუთი.
ტესტირების სისტემა
- - ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლემ ტესტის დაწყებამდე უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მათ შორის ელ. ფოსტა, სადაც მიიღებს ტესტირების შედეგებს.
- - ტესტები გაჯერებულია ცხოვრებისეული მაგალითებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ეკონომიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე უპასუხონ კითხვებს და აღმოაჩინონ ეკონომიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- - მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია გაეცნონ დამხმარე მასალას, რაც დაეხმარება მათ მარტივად გაიგონ ეკონომიკა. დამხმარე მასალა ელ. ფოსტაზე აქვს გაზიარებული ყველა კოორდინატორ მასწავლებელს.
- - ყველა მოსწავლე, რომელიც დაწერს ტესტს, მისი დასრულებისთანავე მიიღებს ონლიან სერტიფიკატს, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს.
პრიზები
- - სკოლის რაუნდის მონაწილე ყველა მოსწავლე ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებს სერტიფიკატის ელ. ვერსიას, რომლის ჩამოტვირთვასაც და სამომავლო მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებს.
- - ეროვნულ რაუნდზე გადასულ მოსწავლეებს გადაეცემათ დაბეჭდილი სერტიფიკატები, სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან და წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“.
- - ყველა მოსწავლე, ვინც ჩაერთო სკოლის რაუნდის ტესტირებაში, მიუხედავად მიღებული შედეგებისა, საჩუქრად მიიღებს Skillwill - ის კურსებზე 20%-იან ფასდაკლებას.
- ყველა კოორდინატორი მასწავლებელი შეძლებს ისარგებლოს Skillwill-ის 20%-იანი ფასდაკლებით სასურველ კურსზე.
- - თავისუფალი უნივერსიტეტი ეროვნული რაუნდის 10 მაღალი შედეგის მქონე მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებიდან შეარჩევს სამ საპრიზო ადგილს და გადასცემს სწავლის დაფინანსების ვაუჩერებს (2000 ლარიანი, 1500 ლარიანი, 1000 ლარიანი) თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისთვის ბიზნესის ადმინისტრირების, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე.
- - მასწავლებლებს/ სკოლის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორები გადაეცემათ ოლიმპიადის კოორდინატორის სერტიფიკატი, სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან და წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“.
- - ყველა სკოლა, რომლიდანაც მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის ყველაზე მაღალი პროცენტი ჩაერთვება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდის ტესტირებაში, მიენიჭება 2024 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ყველაზე აქტიური სკოლის სტატუსი. ამ სკოლების კოორდინატორი მასწავლებლები იქნებიან მოწვეულები ეროვნულ რაუნდზე (მოსწავლეების შედეგების მიუხედავად).
დამხმარე მასალა
გარდა სკოლის კოორდინატორ მასწავლებელთან გაზიარებული დამხმარე მასალისა მოსწავლეებს შეუძლიათ დამატებით გაეცნონ ქვემოთ მითითებულ მასალებს.
საღი აზრის ეკონომიკა და ბიბლიოთეკა
"საღი აზრის ეკონომიკა ორჯერ ორივით მარტივად" და "5 წუთი ეკონომიკაზე"
ოლიმპიადის მხარდამჭერები
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით:
- info@geli.org.ge
- 598483304