07.02.2022
კომაროვის სკოლა - პანსიონში ეკონომიკა შემოდგომის სემესტრიდან "საღი აზრის ეკონომიკით" ისწავლება. ეკონომიკის საპილოტე საგანი მე - 10 კლასის მოსწავლეებს უტარდებათ. კომაროვში მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ ეკონომიკის კლუბის აქტივობებში. კლუბში ბავშვები ყოველკვირეულად მათთვის საინტერესო და საზოგადოებაში აქტუალური ეკონომიკური თემების ირგვლივ მსჯელობენ. ამაში მათ წიგნში - საღი აზრის ეკონომიკა - მოცემული რესურსები (ვიდეოები, ინტერვიუები და სტატიები) ეხმარებათ.
საპილოტე ეკონომიკის საგნის წარმატების შედეგად კომაროვში ეკონომიკის სწავლას უახლოეს მომავალში მე - 11 და მე - 12 კლასის მოსწავლეებიც შეძლებენ. ასევე, საღი აზრის ეკონომიკის ცოდნით მოსწავლეები მრავალ ღონისძიებასა და კონკურსში შეძლებენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იქნება GELi-ის მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი, რომელშიც კომაროველებთან ერთად სხვა სკოლის მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულები.