02.06.2024

ფილიპის მრუდი

 

ფილიპის მრუდი არის ფუნდამენტური კონცეფცია მაკროეკონომიკაში, რომელიც აღწერს უმუშევრობასა და ინფლაციას შორის არსებულ უკუპროპორციულ დამოკიდებულებას. კერძოდ, როცა უმუშევრობა დაბალია, ინფლაცია უფრო დიდია, და, პირიქით, როცა გვაქვს უმუშევართა მაღალი რაოდენობა, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს დაბალი ინფლაცია.

ეს კონცეფცია პირველად შემოიღო ახალზელანდიელმა ეკონომისტმა Bill Phillips-მა 1958 წელს. მან აღმოაჩინა ნეგატიური (უკუპროპორციული) დამოკიდებულება ინფლაციასა და უმუშევრობას შორის. Bill Phillips-ის თანახმად, როცა უმუშევრობა დაბალია, ხელფასები უფრო მალე იზრდება, რაც იწვევს მაღალ ინფლაციას. ხოლო, როცა უმუშევრობა მაღალია, ხელფასები უფრო ნელა იზრდება, რაც იწვევს დაბალ ინფლაციას.

ფილიპის მრუდი ეკონომიკას აყენებს ერთგვარი დილემის წინაშე: ან დაბალი უმუშევრობა და მაღალი ინფლაცია, ან მაღალი უმუშევრობა და დაბალი ინფლაცია.

A graph of a function

Description automatically generated

თუმცა „ფილიპის მრუდი“ არც ისე სტაბილურია. ის დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, როგორიცაა: მიწოდების შოკები, ეკონომიკური ცვლილებები, მოლოდინები და ა.შ. მაგალითად, სტაგნაციის (ეკონომიკური განვითარების შეჩერება) პერიოდში შეიძლება უმუშევრობაც და ინფლაციაც იყოს საკმაოდ მაღალი.

გაზრდილი ინფლაციის დროს ცენტრალური ბანკი მოზომილი პოლიტიკით ცდილობს ებრძოლოს მაღალ ინფლაციას, რაც შედეგად აისახება შემცირებულ ინფლაციასა და გაზრდილი უმუშევრობის რაოდენობაში. ამ პოლიტიკით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ფულის მიწოდების რაოდენობის შემცირებას ეკონომიკაში, რათა შემცირდეს ინფლაცია. ეს კი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. შედეგად, შენელებული ეკონომიკური პროცესებისა და შემცირებული წარმოების გამო მეწარმეები უფრო ნაკლებ ადამიანს ასაქმებენ, რაც უმუშევართა რაოდენობას მკვეთრად ზრდის.

 

ფოტო: Pixabay