08.07.2023

მიწოდების შოკი

 

მიწოდების შოკი არის მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც უეცრად შეცვალა პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება ბაზარზე, რამაც გავლენა იქონია მოცემული პროდუქტის ან მომსახურების ფასზე. 

მიწოდების შოკი შეიძლება იყოს დადებითი, რომლის შედეგადაც მიწოდება იზრდება, რაც იწვევს ფასის შემცირებას. Ხოლო უარყოფითი მიწოდების შოკის დროს, მიწოდება მცირდება, ფასი კი - იზრდება.

ვინაიდან დადებითი მიწოდების შოკი ზრდის წარმოებას, მოთხოვნა-მიწოდების გრაფიკზე მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ, ხოლო უარყოფითი მიწოდების შოკის შემთხვევაში წარმოება მცირდება და, ცხადია, მიწოდების მრუდი გადაადგილდება მარცხნივ.

გრაფიკები -

  1. დადებითი მიწოდების შოკი

P1 > P2 და Q1 < Q2, რაც ადასტურებს, რომ დადებითი მიწოდების შოკის დროს, ფასი მცირდება, რაოდენობა კი იზრდება.

  1. უარყოფითი მიწოდების შოკი

P1 < P2 და Q1 > Q2, რაც ადასტურებს, რომ უარყოფითი მიწოდების შოკის დროს, ფასი იზრდება, რაოდენობა კი მცირდება.

 

მიწოდების შოკის მიზეზები:

დადებითი მიწოდების შოკი

უარყოფითი მიწოდების შოკი

  • Ხელფასების შემცირება

  • Ხარჯების შემცირება

  • Სახელმწიფოს მიერ გადასახადის შემცირება, სუბსიდირება

  • ტექნოლოგიური წინსვლა

  • რესურსების გაძვირება

  • ხარჯების ზრდა

  • ხელფასების ზრდა

  • სახელმწიფოს მიერ გადასახადის დაწესება

  • ომი

  • ბუნებრივი კატასტროფები: მიწისძვრა, ქარიშხალი…

 

ნავთობის გაიაფება დადებითი მიწოდების შოკის ერთ-ერთი მაგალითია. ვინაიდან ნავთობი გამოიყენება თითქმის ყველა ინდუსტრიაში, ის შეამცირებს წარმოების ხარჯებს, რაც გამოიწვევს წარმოების გაზრდას. (დადებითი მიწოდების შოკი)

ტექნოლოგიების წყალობით მეწარმეებს შეუძლიათ უფრო მარტივად და ეფექტიანად აწარმოონ მეტი პროდუქტი, შესაბამისად, ტექნოლოგიური წინსვლა ზრდის წარმოებას და ამცირებს ფასს. (დადებითი მიწოდების შოკი)

მე-2 მსოფლიო ომის დროს მრავალი პროდუქტის წარმოება შემცირდა, ვინაიდან ფაბრიკები, ქარხნები, სატრანსპორტო ხაზები იყო განადგურები. მეტიც, რესურსების უმრავლესობა იყო გამოყენებული საბრძოლო მიზნებისთვის, Რამაც მრავალ პროდუქტზე შექმნა დეფიციტი და გაზარდა ფასები. (უარყოფითი მიწოდების შოკი)

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირებებმა შეიძლება შეამციროს ნავთობის მოპოვება და გაზარდოს ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე. (უარყოფითი მიწოდების შოკი)

 

ფოტო: Rayhan Ahmed