07.06.2023
მრავალ ქვეყანაში ადამიანების შრომის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მათ ფიზიკურ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ხშირად სახელმწიფოები აწესებენ მინიმალურ ხელფასს, რაც გულისხმობს შრომის ანაზღაურების მინიმალურ რაოდენობას, რომელიც დამსაქმებელმა დასაქმებულს უნდა გადაუხადოს. ამ შემთხვევაში მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები თანხის გადახდა კანონით აკრძალულია.
ამ კანონის მომხრეები თვლიან, რომ დამსაქმებლები არ იძლევიან სათანადო ანაზღაურებას დასაქმულის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ. ეს კანონი მათთვის ერთგვარი მექანიზმია, რომელიც აიძულებს დამსაქმებელს, მუშახელს გადაუხადოს შემოსავლის ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იქნება საცხოვრებელი ხარჯების დასაფარავად.
პირველი და უმთავრესი არგუმენტი ამ პოლიტიკის გატარების სწორედ მუშახელის უფლებების დაცვა და მათი შრომის ღირსეული ანაზღაურებაა. მომხრეების აზრით, მინიმალური ხელფასით ადამიანებს ექნებათ საშუალება დაფარონ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ხარჯები, რაც შეამცირებს სიღარიბეს და გამოასწორებს მუშახელის ფინანსურ მდგომარეობას. მეტიც, ხალხს ექნება მეტი დასახარჯი ფული, რაც შეიძლება დადებითად აისახოს ეკონომიკასა და ბიზნესზე.
მეორე მხრივ, მინიმალური ხელფასი დაწესება იწვევს უმუშევრობას, ვინაიდან გაზრდილი ხარჯების გამო დამსაქმებელი დაასაქმებს უფრო ცოტა ადამიანს, რათა შეინარჩუნოს თავდაპირველი ხარჯები.
გარდა ამისა, მეწარმეებს ექნებათ სტიმული, რომ თავიანთი კომპანიები გადაიტანონ იმ ქვეყნებში, სადაც ან არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასი, ან არის, თუმცა ნაკლებია ვიდრე თავდაპირველ ქვეყანაში
გაზრდილი ხარჯები განსაკუთრებით საზიანო იქნება პატარა ბიზნესებისთვის, რომლებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ საკმარისი ფინანსები, რომ მუშახელს გადაუხადონ.
მაშინ როცა მომხრეები მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასი შეამცირებს სიღარიბეს და მუშახელს მისცემს საშუალებას, რომ დახარჯონ მეტი ფული, მოწინაღმდეგეები თვლიან, რომ მინიმალური ხელფასი იწვევს ინფლაციას და საცხოვრებელი ხარჯების გაძვირებას.
ახლა კი მოდი, მინიმალური ხელფასი განვიხილოთ მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე.
აღსანიშნავია, თუ მინიმალური ხელფასი იქნება წონასწორულ ხელფასზე ნაკლები, ცხადია, რომ ხელფასი გაუტოლდება წონასწორულ ხელფასს. ზოგადად, როცა ვსაუბრობთ მინიმალურ ხელფასზე, საუბარია, ხელფასის იმ რაოდენობაზე, რომელიც წონასწორულ ხელფასზე მეტია.
მოთხოვნის მრუდს წარმოადგენენ დამსაქმებლები, მიწოდების - მუშახელი. წონასწორობის წერტილში ყველა დასაქმებულია, ვინაიდან იმდენი სამუშაო ადგილია ბაზარზე რამდენიც დასასაქმებელი, ხოლო როცა გავზრდით ხელფასს, მაშინ მიწოდების რაოდენობა უფრო მეტი იქნება ვიდრე მოთხოვნილი რაოდენობა, რაც ნიშნავს უფრო მეტი მსურველი მუშახელი გვეყოლება, ვიდრე გვექნება ადგილი დასასაქმებლად. ამიტომ გვაქვს მუშახელის ჭარბობა, ანუ უმუშევრობა.
Q1 - მუშახელის მოთხოვნილი რაოდენობა ბაზარზე
Q2 - მუშახელის მიწოდებული რაოდენობა ბაზარზე
Q2 - Q1 = უმუშევრობის რაოდენობა
P1 - წონასწორული ხელფასი
P2 - მთავრობის მიერ განსაზღვრული მინიმალური ხელფასის რაოდენობა
ფოტო: Kaboompics.com