05.03.2023

აგრეგირებული (ერთობლივი) მიწოდების მრუდი

 

აგრეგირებული მიწოდების მრუდი ასახავს ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების მიწოდების რაოდენობას და გვაჩვენებს კავშირს ფასის რაოდენობასა და პროდუქციის იმ რაოდენობას შორის, რომელიც მწარმოებელს სურს და შეუძლია აწარმოოს. მრუდის ყოველი წერტილი აღნიშნავს კონკრეტული ფასისთვის რა რაოდენობის პროდუქტის მიწოდება სურთ მწარმოებლებს და, პირიქით, პროდუქტის კონკრეტული რაოდენობისთვის რა მინიმალურ ფასს ითხოვენ ისინი.

მოკლევადიან პერიოდში აგრერირებული (ერთობლივი) მიწოდების მრუდი ელასტიკური და ზრდადია. ეს ნიშნავს, რომ ფასის გაზრდის საპასუხოდ მწარმოებლები ზრდიან მიწოდებას, ფასის შემცირებისას კი - პირიქით.

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ფასი P1-დან შემცირდა P2-მდე, რამაც შეამცირა წარმოება Q1-დან Q2-მდე.

A diagram of a graph

Description automatically generated

გრძელვადიან პერიოდში აგრერირებული (ერთობლივი) მიწოდების მრუდი არაელასტიკური და ვერტიკალურია. ამ შემთხვევაში ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას განსაზღვრავს ტექნოლოგიები, სამუშაო ძალა, კაპიტალი, საწარმოო ფაქტორები და ა.შ. 

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე მიწოდების რაოდენობა უცვლელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი გაიზარდა P1-დან P2-მდე.

A graph of a line with arrows

Description automatically generated with medium confidence

ფაქტორები რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ მიწოდება:

  • რესურსების ფასის ცვლილება (ხელფასი, ნედლეული...)

მაგალითად, ხელფასის გაზრდა იწვევს ხარჯების ზრდას, შედეგად კი მცირდება წარმოება.

  • პროდუქტიულობა

რაც უფრო პროდუქტიულად მუშაობს მუშახელი, მით მეტი პროდუქტის წარმოება შეუძლია მას.

  • ტექნოლოგიური განვითარება

ტექნოლოგიების გამოყენებით მეწარმეს შეუძლია შეამციროს ხარჯები და მეტი პროდუქტი დაამზადოს უფრო ეფექტიანად და სწრაფად.

  • სახელმწიფო რეგულაციები (გადასახადი, სუფსიდია)

სახელმწიფოს მიერ გადასახადის დაწესება ამცირებს წარმოებას, ვინაიდან ის ზრდის მეწარმის ხარჯებს, ხოლო სუბსიდია პირიქით - ზრდის წარმოებას.

  • მოლოდინები

თუ მეწარმე ფიქრობს, რომ მომავალში პროდუქტის ფასი შემცირდება, მაშინ ის ზრდის პროდუქტის წარმოებას, რომ ახლა გაყიდოს მაღალ ფასად. ხოლო თუ ფიქრობს, რომ მომავალში ფასი გაიზრდება, მაშინ ის ამცირებს წარმოებას.

ფოტო: RDNE Stock project