04.03.2023

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც თავისი საქმიანობით ცდილობს უზრუნველყოს გლობალური ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილურობა, ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას და მუშაობს სიღარიბის შემცირებაზე. სავალუტო ფონდი 1945 წელს შეიქმნა, როგორც ბრეტონ ვუდსის შეთანხმების ნაწილი.  ამ შეთანხმებით ფონდი ცდილობდა საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის წახალისებას კონვერტირებადი ვალუტების სისტემის დანერგვით. ფონდს საქართველო 1992 წელს შეუერთდა და ამ დროისთვის 190 ქვეყანას აერთიანებს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა სესხების გაცემა ქვეყნებისთვის, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ პრობლემებს, ფინანსური კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან შესამსუბუქებლად. გარდა სესხის გაცემისა მისი ერთ-ერთი ფუნქციაა ქვეყნის შესაძლებლობების განვითარების მონიტორინგიც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის წევრ ქვეყნებს ეხმარება ტრენინგებით და კონსულტაციებით პოლიტიკის შესახებ. ამას შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით აკეთებს. ეს პროგრამები მოიცავს ტრენინგს მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზში, რაც მიეკუთვნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროექტს ეროვნული და გლობალური ეკონომიკების მონიტორინგის შესახებ. ფონდის მიერ გაცემული ფულადი რესურსები ხშირად პირობითია და ამ ფულის მიმღებს ავალდებულებს, რომ გაატაროს ისეთი რეფორმები თავის ქვეყანაში, რომელიც გაზრდის მის ფინანსურ სტაბილურობას.

ფონდი იმ ფულს, რომელსაც სახელმწიფოებზე გასცემს, იღებს წევრი ქვეყნებიდან კვოტების მეშვეობით. შენატანები ქვეყნის ეკონომიკის ზომის მიხედვით არის, ანუ რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა მით მეტია მისი შენატანი, მაგალითიად აშშ, რომელიც თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

ფოტო: Mathias Reding