03.02.2023

სავაჭრო ბალანსის პროფიციტი/დეფიციტი

 

სავაჭრო ბალანსი არის განსხვავება იმ საქონლისა და მომსახურების ღირებულებას შორის რომლის ექსპორტსაც ახორციელებს ქვეყანა და რომლის იმპორტსაც ეწევა. სახელმწიფოს, რომლის ექსპორტი მეტია იმპორტზე აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი, ანუ პროფიციტი. როდესაც ქვეყანას მეტი საქონელი და მომსაურება შემოაქვს სხვა ქვეყნებიდან ვიდრე მისი ექსპორტია, მას აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ დეფიციტი. 

ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გასაგებად ამ ქვეყნის ექსპორტს უნდა გამოვაკლოთ იმპორტი. დადებითი სავაჭრო ბალანსი მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის მწარმოებლები აქტიურად ყიდიან თავიანთ საქონელს და მომსახურებას საერთაშორისო ბაზარზე. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ ვალუტა გაედინება ქვეყნის გარეთ ექსპორტის საფასურის გადასახდელად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა შეიძლება ზედმეტად იყოს დამოკიდებული უცხოურ საქონელზე.

სავაჭრო ბალანსის პროფიციტი და დეფიციტი კარგია თუ ცუდი ქვეყნისთვის ეს დამოკიდებულია ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. ბიზნესის გაფართოების პროცესში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი არის კარგი, რადგან რაც უფრო მეტი საქონელი და მომსახურებაა იმპორტირებული, მაღალი კონკურენციის გამო ფასები რჩება დაბალი. რეცესიის დროს კი პირიქით, სავაჭრო ბალანსის პროფიციტი უფრო კარგია, რადგან ეს ეხმარება ეკონომიკას სამუშაო ადგილების შექმნით და საქონლის მიმართ გაზრდილი მოთხოვნით. 

ფოტო: Pixabay