11.01.2023
ახალშობილი ინდუსტრიის თეორია ამბობს, რომ ქვეყნებში ახალ ინდუსტრიებს სჭირდებათ დაცვა კონკურენტებისგან, იქამდე სანამ ისე არ გაძლიერდებიან და განავითარებენ მასშტაბის ეკონომიკას, რომ კონკურენცია გაუწიონ თავიანთ კონკურენტებს. მთავრობები იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა იმპორტის გადასახადები, ტარიფები, კვოტები და გაცვლითი კურსის კონტროლი, რათა ახალ ინდუსტრიას დრო მისცენ განვითარებისა და სტაბილიზაციისთვის.
მაგალითად ქვეყანა, რომელიც ტრადიციულად მანქანების იმპორტს ახორციელებს სხვა ქვეყნებიდან და ადგილზე არ აწარმოებს, ამ ქვეყნის მიერ მანქანების ადგილობრივი წარმოების დაწყება და სხვა ქვეყნიდან მანქანების შემოყვანაზე შეზღუდვების დაწესება ახალშობილი ინდუსტრიის მაგალითია. ეს თეორია ხშირად არის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკის გამართლება, ანუ როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა აწესებს კონკრეტულ შეზღუდვებს საერთაშორისო ვაჭრობაზე.
ეს თეორია, თავიდან ინიცირებული იყო ალექსანდრე ჰამილტონის მიერ. ჰამილტონი ცდილობდა დაემტკიცებინა აშშ-ში ინდუსტრიების დაცვის საჭიროება დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებული საქონლისგან. უფრო გვიან, მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ფრიდრიხ ლისტმა დახვეწა და შექმნა ამ თეორიის ყოვლისმომცველი მიმოხილვა.
ახალშობილი ინდუსტრიის თეორია მოგვიანებით გააუმჯობესა ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ჯონ სტიუარტ მილმა, რომელმაც თქვა, რომ ახალშობილი ინდუსტრიები უნდა იყოს დაცული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ისე განვითარების პოტენციალი, რომ მომავალში დაცვის გარეშეც იქნებიან სიცოცხლისუნარიანები. ჩარლზ ბასტაბლმა კი დაამატა მარტივი პირობა, რომ ამ ინდუსტრიების დაცვას მაშინ აქვს აზრი, თუ მათი სამომავლო სარგებელი მეტი იქნება იმ ხარჯისა რაც მისი დაცვის დროს წარმოიქმნება.
ფოტო: Chanaka