10.01.2023
თანამედროვე მონეტარული თეორია (MMT) ამბობს, რომ მონეტარულად დამოუკიდებელი ქვეყნები, მაგალითად აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, რომლებიც ხარჯავენ, იბეგრებიან და სესხულობენ ვალუტაში, რომელსაც ისინი მთლიანად აკონტროლებენ, შეუძლიათ და უნდა დაბეჭდონ კიდეც იმდენი ფული, რამდენიც სჭირდებათ დასახარჯად. ამ თეორიის მიხედვით ასეთი მთავრობები არ არიან დამოკიდებული გადასახადებზე და ამ ქვეყნებს არ უნდა ეშინოდეთ ეროვნული ვალის ზრდის.
თანამედროვე მონეტარული თეორია ეჭვქვეშ აყენებს ჩვეულებრივ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობს მთავრობა ეკონომიკასთან, ფულის ბუნებასთან, გადასახადების გამოყენებასთან, ბიუჯეტთან და ა.შ. ამ თეორიის მთავარი იდეა ისაა, რომ ქვეყანას რომელიც თავისივე ვალუტაში სესხულობს შეუძლია დაბეჭდოს თავისი ფული და გადაიხადოს ვალი.
MMT გამოიყენება ისეთი კანონმდებლობის დასამტკიცებლად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა და სხვა საჯარო პროგრამები, რომლებისთვისაც მთავრობები აცხადებენ, რომ ბიუჯეტში არ აქვთ საკმარისი თანხა დასაფინანსებლად. ასეთი საკითხების მოგვარებამ გამოიწვია, რომ Covid-19 პანდემიის დროს, 2020 წლიდან თანამედროვე მონეტრაული თეორიის პოპულარობა გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მონეტარული თეორიის მომხრეები ამბობენ, რომ ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს, ამის დარეგულირება გაზრდილი გადასახადებით არის შესაძლებელი. ამ თეორიის მოწინააღმდეგეების თქმით კი თანამედროვე მონეტარული თეორიის შეხედულებები ოქროს სტანდარტის დროინდელია და არ არის ზუსტი, სასარგებლო ან აუცილებელი.
ფოტო: Mike van Schoonderwalt