09.01.2023

რა იწვევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას

 

ვალუტის გაუფასურება ვალუტის ღირებულების შემცირებაა. ეს ნიშნავს, რომ ერთი ვალუტის ღირებულება მცირდება სხვა ვალუტების ღირებულების მიმართ.

ვალუტის გაუფასურება შეიძლება მოხდეს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, პოლიტიკური არასტაბილურობა, უცხოური ინვესტიციების შემცირება და ა.შ.

ქვეყნებში, სადაც არასახარბიელო ეკონომიკური ვითარებაა, მაგალითად ინფლაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ძირითადად აქვთ გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. ვალუტის გაუფასურება, თუ მოწესრიგებული და ეტაპობრივია, აუმჯობესებს ქვეყნის საექსპორტო კონკურენტუნარიანობას და შესაძლოა გააუმჯობესოს მისი სავაჭრო დეფიციტი დროთა განმავლობაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ დროს მისი პროდუქცია და მომსახურება იაფდება. მაგრამ ვალუტის მკვეთრმა და მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ შეიძლება შეაშინოს უცხოელი ინვესტორები, რაც მათი ინვესტიციების ქვეყნიდან გატანისკენ  უბიძგებს, და ეს კიდევ უფრო გააუფასურებს ვალუტას. 

ზოგჯერ მთავრობები და ცენტრალური ბანკები აკონტროლებენ ვალუტაზე გავლენის მქონე ფაქტორებს. მაგალითად, ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის დონის შესამცირებლად შეიძლება გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი, რათა ძალიან მაღალმა ინფლაციამ ქვეყანაში ვალუტის გაუფასურება არ გამოიწვიოს.

ფოტო: Pixabay