08.01.2023
არსებობს პროგრესული დაბეგვრის მეთოდი, როცა გადასახადის განაკვეთი იზრდება შემოსავლის ზრდასთან ერთად და დაბალი საგადასახადო პროცენტის გადახდა უწევთ დაბალი შემოსავლის მქონე პირებს და მაღალ პროცენტს კი მაღალი შემოსავლის მქონეები იხდიან. .
მაგალითად აშშ-ში, თუ ადამიანის შემოსავალი 10 275 დოლარამდეა მისი შემოსავალი 10%-ით დაიბეგრება და ამ შემოსავლის ზრდასთან ერთად გაიზრდება ეს პროცენტული მაჩვენებელიც. საქართველოში გამოიყენება ფიქსირებული დაბეგვრის მეთოდი, ანუ როდესაც საგადასახადო განაკვეთი ფიქსირებულია როგორც მაღალშემოსავლიანი პირისთვის ასევე დაბალშემოსავლიანისთვის. თუმცა მაღალშემოსავლიანი ადამიანი ფიქსირებული განაკვეთის შემთხვევაშიც მეტს იხდის, ვიდრე დაბალშემოსავლიანი ადამიანი, რადგან პროცენტი მეტი თანხიდან ეთვლება. ასევე მაღალშემოსავლიან ადამიანს ემატება ქონების გადასახადიც.
პროგრესულ გადასახადს თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეები ჰყავს.
მომხრეები ამბობენ, რომ ინდივიდის შემოსავლის ზრდასთან ერთად იზრდება მისი უნარი გადაიხადოს უფრო მეტი გადასახადი, რომელიც შემდეგ გადანაწილდება სოციალურ პროგრამებზე იმ ინდივიდების დასახმარებლად, რომლებსაც არ აქვთ ამდენი შემოსავალი.
პროგრესული დაბეგვრის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ პროგრესული დაბეგვრის მეთოდი არის დისკრიმინაციული, რადგან ის სჯის ადამიანის მიღწევებს და წარმატებას. მათი თქმით პროპორციული დაბეგვრა არის სამართლიანი რადგან ის წაახალისებს განათლების მიღებას ბეჯითობას და მეწარმეობის განვითარებას.
ანიმაცია: ორჯერ ორი
ფოტო: Pixabay