03.01.2023

დევიდ რიკარდო - შედარებითი უპირატესობა

 

დევიდ რიკარდო მე-18 საუკუნის ინგლისელი კლასიკოსი ეკონომისტია. წარმატებული ინვესტორი და პარლამენტის წევრი ეკონომიკით მოგვიანებით დაინტერესდა და რამდენიმე თეორია შეიმუშავა, მათ შორის ყველაზე ცნობილია შედარებითი უპირატესობის თეორია.

ეს თეორია ამბობს, რომ ქვეყნებმა შეიძლება სარგებელი ნახონ საერთაშორისო ვაჭრობით, თუ იმ საქონლის წარმოებაში სპეციალიზირდებიან, რომლისთვისაც მათ აქვთ შედარებით დაბალი ალტერნატიული დანახარჯი, მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ აბსოლუტური უპირატესობა რომელიმე კონკრეტული საქონლის წარმოებაში. ამის საჩვენებლად რიკარდომ აღწერა, როგორ შეეძლოთ ინგლისს და პორტუგალიას მიეღოთ სარგებელი ერთმანეთთან ვაჭრობით თუ რომელიმე იმ საქონლის ან მომსახურების წარმოებაში სპეციალიზდებოდნენ, რომელშიც ალტერნატიული დანახარჯი დაბალი ექნებოდათ. 

ამ შემთხვევაში პორტუგალია დაბალ ფასად მოახერხებდა ღვინის დამზადებას, ინგლისი კი ტანსაცმლის იაფად შეკერვას. რიკარდომ ჩათვალა, რომ თითოეული ქვეყანა საბოლოოდ გაიაზრებდა ამ ფაქტს და შეწყვეტდა მცდელობას ეწარმოებინა ისეთი საქონელი, რომელიც უფრო ძვირი უჯდებოდა. მართლაც, რაც დრო გადიოდა, ინგლისმა შეწყვიტა ღვინის წარმოება, პორტუგალიამ კი შეწყვიტა ტანსაცმლის წარმოება. ორივე ქვეყანამ დაინახა, რომ მათთვის სასარგებლო იყო აღარ დაეხარჯათ თავიანთი ძალისხმევა და რესურსები იმის შექმნაზე, რომლის წარმოებაც უფრო ძვირი უჯდებოდათ ვიდრე მისი ყიდვა სხვა ქვეყნისგან.  

შედარებითი უპირატესობის თეორიას იყენებენ იმის ასახსნელად, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს, ქვეყნებს ან ინდივიდებს სარგებელი მიიღონ ერთმანეთთან ვაჭრობით და თავიდან აირიდონ იმ საქონლის ან მომსახურების წარმოება რაც ძვირი უჯდებათ.

ანიმაცია: ორჯერ ორი