10.10.2024
ვის შეუძლია ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს.
ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია?
არა. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა სრულიად უფასოა, მადლობა ჩვენს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს :)
როგორ შეუძლია მოსწავლეს ჩაერთოს ეკონომიკის ოლიმპიადაში?
ამისთვის არსებობს ორი მეთოდი:
1. სკოლის მასწავლებელი რეგიტრაციის ფორმაში არეგისტრირებს სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ, ასევე უთითებს საკუთარ საკონტაქტო ინფორმაციასაც. სკოლის რეგისტრაციის შემდეგ ეს მასწავლებელი ხდება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორი და ამ სკოლის ყველა მოსწავლეს, რომელიც არის მე-10, მე-11 და მე-12 კლასში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის ტესტირებაში ტესტირების დღეს (რეგისტრაციის ფორმას აქ ნახავთ: https://www.geli.org.ge/ka/olympiad).
2. თუ მოსწავლემ სკოლაში ვერ ნახა მასწავლებელი, რომელიც მისი სკოლის წარმომადგენელი გახდება ეკონომიკის ოლიმპიადაზე, არ არის პრობლემა, მასწავლებლის გარეშეც მივცემთ საუშუალებას ჩაერთოს ეკონომიკის ოლიმპიადაში. ამისთვის ის უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მონაწილედ (რეგისტრაციის ფორმას აქ ნახავთ: https://www.geli.org.ge/ka/olympiad).
მასწავლებელი რომ დაარეგისტრირებს სკოლას, ამის შემდეგ მოსწავლეები სად უნდა დაარეგისტრიროს?
მასწავლებლის რეგისტრაციის შემდეგ მოსწავლეების ცალკე რეგისტრაცია არ არის სავალდებულო. რადგან მასწავლებელი უკვე დარეგისტრირდა ეს ნიშნავს, რომ სკოლა აღრიცხულია სისტემაში როგორც მონაწილედ. მასწავლებელს შეუძლია თავად აწარმოოს სია სადაც მონიშნავს მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა მონაცემებს და გაუზიარებს ყველა იმ ინფორმაციას ორგანიზებულად რასაც ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორები მიაწვდიან. ამ სიის ჩვენთვის გაზიარება არ არის საჭირო.
რომელი საგნის მასწავლებელს შეუძლია სკოლის რეგისტრაცია და კოორდინატორობა ეკონომიკის ოლიმპიადაზე?
სკოლიდან ნებისმიერ ერთ მასწავლებელს შეუძლია იყოს კოორდინატორი.
სკოლის მასწავლებელი თუ არის კონკრეტული კლასის დამრიგებელი ან საგნის მასწავლებელი ამ კლასში, სხვა დამრიგებლის მოსწავლე როგორ ერთვება ეკონომიკის ოლიმპიადაში?
მოსწავლემ, რომელიც არ სწავლობს ან არ აქვს შეხება იმ მასწავლებელთან, რომელიც რეგისტრირებულია ოლიმპიადის კოორდინატორად, შეუძლია მიმართოს ამ მასწავლებელს, გაუზიაროს საკონტაქტო ინფორმაცია და გამოთქვას სურვილი ოლიმპიადაში მონაწილეობის.
კოორდინატორი მასწავლებელი თავის მხრივ ვალდებულია მოსწავლეს მიაწოდოს ოლიმპიადასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელსაც ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან მიიღებს და ჩართოს ყველა იმ არაფორმალურ აქტივობაში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად იქნება გამიზნული.
თუ რომელიმე მოსწავლე მიიჩნევს, რომ რაიმე ნიშნით მოხდა მისი შეზღუდვა შეუძლია დაგვიკავშირდეს ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge
თუ სკოლას აქვს რამდენიმე ფილიალი ამ შემთხვევაში მაინც ერთი მასწავლებელი რეგისტრირდება?
არა, იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს რამდენიმე ფილიალი შესაძლებელია ყოველი ფილიალიდან თითო-თითო მასწავლებლის რეგისტრაცია ოლლიმპიადის კოორდინატორად.
თუ მასწავლებელი რამდენიმე სკოლაში ასწავლის ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება სკოლის რეგისტრაცია?
თუ მასწავლებელი ასწავლის X და Y სკოლებში, მას შეუძლია ორჯერ გაიაროს რეგისტრაცია და მიუთითოს პირველ ჯერზე სკოლა X და მეორე ჯერზე სკოლა Y. ამ მეთოდით ორივე სკოლა დაფიქსირდება ოლიმპიადის მონაწილედ.
მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია?
პირიქით, რაც უფრო აქტიური და მონაწილეობითია სკოლა მით კარგია ამ სკოლის შედეგიც.
მოსწავლემ, თუ უკვე მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში წინა წელს, შეუძლია წელსაც ჩაერთოს?
დიახ შეუძლია. სანამ ის აკმაყოფილებს მონაწილეობისთვის ერთადერთ მოთხოვნას, რომ უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასში, მანამდე შეუფერხებლად შეუძლია მონაწილეობის მიღება.
სკოლის რაუნდის ტესტირებას ვინც დაწერს მიიღებს სერტიფიკატს?
დიახ, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე, რომელიც დაწერს სკოლის რაუნდის 25 კითხვიან ტესტს, მიუხედავად მისი მიღებული შედეგისა, მიიღებს სერტიფიკატს ტესტის დასრულებისთანავე.
რეგისტრაციის შემდეგ, როგორ მივიღებთ ინფორმაციას ეკონომიკის ოლიმპიადის დეტალებზე?
გვექნება საინფორმაციო შეხვედრები პერიოდულობით და ასევე რეგისტრაციის შემდეგ, 2-3 სამუშაო დღეში, მოგწერთ ელ. ფოსტაზე, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითეთ.
თუ თქვენს კითხვებს აქ ვერ ვუპასუხეთ, გთხოვთ, აუცილებლად მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge