07.11.2024
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 2025
ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/olympiad
გადახედეთ კითხვა - პასუხის გვერდს აქ დაკლიკებით და თუ თქვენი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა აუცილებლად მოგვწერეთ: info@geli.org.ge
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ რეგისტრირებული სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. სკოლის რეგისტრაცია ხორციელდება ორი გზით: (i) სკოლიდან ერთი მასწავლებელი დაარეგისტრირებს სკოლას და ოლიმპიადის განმავლობაში იქნება ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორი. კოორდინატორი მოსწავლეებს გააცნობს ჩვენგან მიწოდებულ მასალას, ტესტირების დროს გაუწევს მონიტორინგს ტესტის წერის პროცესს. (ii) მოსწავლე ინდივიდუალურად არეგისტრირებს თავის სკოლას მონაწილედ და ადმინისტრაციას მასთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია ტესტირების პროცესზე.
(რეგსიტრაციის სანახავად გთხოვთ გამოიყენეთ ზემოთ მითითებული ბმული).
- - ოლიმპიადის ონლაინ ტესტირება ჩატარდება 17-21 მარტის კვირაში, სკოლებში. 28 თებერვლის შემდეგ, დაგიკავშირდებით და შეგითანხმებთ რომელ დღეს გსურთ ტესტის დაწერა მოცემული კვირის განმავლობაში.
- - მოსწავლეები ტესტს დაწერენ კომპიუტერში ონლაინ ტესტირების სისტემით და უპასუხებენ 25 დახურულ შეკითხვას.
- - ტესტის ბმულს და ინსტრუქციას ელ. ფოსტაზე მიიღებენ კოორდინატორი მასწავლებლები და ინდივიდუალურად მონაწილე მოსწავლეები ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე.
- - ტესტირებისთვის გამოყოფილია 40 წუთი.
ტესტირების სისტემა
- - ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლემ ტესტის დაწყებამდე უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მათ შორის ელ. ფოსტა, სადაც მიიღებს ტესტირების შედეგებს.
- - ტესტები გაჯერებულია ლოგიკური მაგალითებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ეკონომიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე უპასუხონ კითხვებს და აღმოაჩინონ ეკონომიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- - მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია გაეცნონ დამხმარე მასალას, რაც დაეხმარება მათ მარტივად გაიგონ ეკონომიკა. დამხმარე მასალა ხელმისაწვდომია ამ გვერდზე, ასევე რეგისტრირებული სკოლის საკონტაქტო პირები მიიღებენ ამ ინფორმაციას ელ. ფოსტაზე.
- - ყველა მოსწავლე, რომელიც დაწერს ტესტს, მისი დასრულებისთანავე მიიღებს ონლაინ სერტიფიკატს, რომელიც შეუძლია ჩამოტვირთოს. ამ სერტიფიკატს მიიღებს ასევე ელ. ფოსტაზე.
- - სკოლების რეგისტრაციების დასრულების შემდეგ მონაწილე სკოლის კოორდინატორები მეილზე მიიღებენ ტესტირების ინსტრუქციას და ბმულს, რომელზეც მოსწავლეები დაწერენ ტესტს.
- - მოსწავლეს შეუძლია ტესტი დაწეროს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
დამხმარე მასალა
1. ტესტისთვის მოსამზადებელი ძირითადი სასწავლო მასალა შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:
2. დამატებითი მოსამზადებელი მასალა:
საღი აზრის ეკონომიკა და ბიბლიოთეკა
"საღი აზრის ეკონომიკა ორჯერ ორივით მარტივად" და "5 წუთი ეკონომიკაზე" (ვიდეოები გვერდის ბოლოში)
პრიზები
- - სკოლის რაუნდის მონაწილე ყველა მოსწავლე ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებს სერტიფიკატის ელ. ვერსიას, რომლის ჩამოტვირთვასაც და სამომავლო მიზნებისთვის გამოყენებას შეძლებს.
- - ეროვნულ რაუნდზე გადასულ 200 (ან მეტს) მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატები და სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან.
- - მასწავლებლებს, რომლებიც იქნებიან ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორები გადაეცემათ ოლიმპიადის კოორდინატორის ცნობა, ეროვნული რაუნდის მონაწილეობის სერტიფიკატი და სასაჩუქრე პაკეტი ორგანიზატორებისგან.
- - მონაწილე სკოლებიდან მონაწილეთა რაოდენობისა და მიღებული შედეგების საფუძველზე, გამოვლინდებიან აქტიური მასწავლებლები, რომლებსაც გადაეცემათ პლანშეტები.
დაგვიკავშირდით: info@geli.org.ge