17.06.2024

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი 2024

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი ჩატარდა 16 ივნისს თავისუფალ უნივერსიტეტში.

რაუნდის ტესტირებაში 161 მოსწავლე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთო. გარდა მოსწავლეების სატესტო ნაწილისა, ეროვნული რაუნდის ფარგლებში ორგანიზებული იყოს სესიები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. სესიებში მომხსენებლებად მონაწილეობდნენ Skillwill-ის ლექტორები გუგა კობახიძე და ნინო ხურციძე, რომლებმაც ხელოვნურ ინტელექტზე და მის პრაქტიკულ გამოყენებაზე ისაუბრეს. შემდეგ სესიას უძღვებოდა გიორგი გვაზავა, საქართველოს ბანკის ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელმაც ინვესტიციებზე ესაუბრა მოსწავლეესბ და მასწავლებლებს, და ღონისძიების ბოლოს გიგა ბედინეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტსი ბიზნეს სკოლი დეკანი, სტუმრებს ეკონომიკის ასპექტები გააცნო.

მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვიდეოთი მიმართეს და წარმატებები უსურვეს Economic Fundamentals Initiative დირექტორმა რენდალ ფილერმა და წიგნი "საღი აზრის ეკონომიკის" თანაავტორებმა ტაუნი ფერარინიმ და ჯოსეფ კალჰოუნმა.

ტესტირების შედეგებით გამოვლინდა 11 მონაწილე, რომლებიც გადავიდნენ ეკონომიკის ოლიმპიადის საზაფხულო ბანაკში. ბანაკი 5 აგვისტოდან დაიწყება და ჩატარდება ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში, სადაც ქართველო მონაწილეებთან ერთად, უკრაინული ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 10 გამარჯვებული მოსწავლეც შეუერთდება. 

გარდა მოსწავლეების დაჯილდოვებისა, ეროვნული რაუნდის ფარგლებში გამოვლინდა 3 მასწავლებელი, რომლებმაც მიიღეს საჩუქრად პლანშეტები.

- სკოლის რაუნდის აქტიური კოორდინატორი: კახაბერი შონია, რომელმაც სკოლის რაუნდის ტესტირებაზე ა(ა)იპ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიიდან და სსიპ - სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლიდან 48 მონაწილე ჩართო ოლიმპიადაში.

- ეროვნული რაუნდის აქტიური კოორდინატორი: ნანა კუპრეიშვილი შპს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესიდან. ეროვნულ რაუნდზე 14 მონაწილე საუკეთესო შედეგებით ჩაერთო.

- ოლიმპიადის აღმოჩენა: ნინო გიორგაძე სსიპ - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის N2 საჯარო სკოლიდან, რომელმაც ეკონომიკის ოლიმპიადაში სკოლის მოსწავლეების 80% ჩართო. 

ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის საერთო რეიტინგები ხელმისაწვდომია აქ.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ აქ