07.12.2022

ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 2023

დასრულდა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდი.

შედეგები იხილეთ ბმულზე პერსონალური კოდის საშუალებით: https://drive.google.com/file/d/1YKl09oXI0ibrfys3yOoqozyN-k5XW4yH/view?usp=sharing

ქვეყნის მასშტაბით შეირჩა 230 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ რაუნდზე.

ეროვნული რაუნდის დეტალებს, რომელიც 11 ივნისს ჩატარდება უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. 

 

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობისთვის სკოლიდან ერთმა მასწავლებელმა უნდა დაარეგისტრიროს ზემოთ მითითებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერით სკოლა და შეიყვანოს თავისი მონაცემები, მოსწავლეების რეგისტრაციის დეტალებზე კი ჩვენ დაგიკავშირდებით.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. 

  • -  ოლიმპიადის ონლაინ ტესტირება მოსწავლეებისთვის დაიწყება 26 თებერვალს თბილისის სკოლებისთვის, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება. 27 და 28 თებერვალს რეგიონების სკოლებისთვის, ადგილზე სკოლებში ჩატარდება.
  • -  კომპიუტერში ონლაინ ტესტირების სისტემით მოსწავლეები უპასუხებენ 25 დახურულ შეკითხვას.
  • -  ტესტირებისთვის გამოყოფილია 40 წუთი.

 

ტესტირების სისტემა

  • -  ოლიმპიადის მონაწილე მოსწავლემ ტესტის დაწყებამდე უნდა შეიყვანოს პირადი მონაცემები, მათ შორის ელ. ფოსტა, სადაც მიიღებს ტესტირების შედეგებს.
  • -  ტესტები გაჯერებულია ცხოვრებისეული მაგალითებით, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს ეკონომიკის სიღრმისეული ცოდნის გარეშე უპასუხონ კითხვებს და აღმოაჩინონ ეკონომიკა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
  • მოსწავლეებისთვის რეკომენდირებულია გაეცნონ ქვემოთ მოცემულ დამხმარე მასალას, რაც დაეხმარება მათ მარტივად გაიგონ ეკონომიკა.

 

პრიზები

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი გასცემს სასწავლო გრანტს ოლიმპიადის მონაწილე სამი მე-12 კლასელისთვის, ვინც წელს ჩააბარებს და მოხვდება თავისუფალი უნივერსიტეტის შერჩეულ პროგრამებზე.

  • - 2000 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი პირველ ადგილზე გასულ აბიტურიენტს
  • - 1500 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი მეორე ადგილზე გასულ აბიტურიენტს
  • - 1000 ლარიანი სწავლის საფასურის ვაუჩერი მესამე ადგილზე გასულ აბიტურიენტს

ვაუჩერი გავრცელდება თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე ჩამბარებელ ახალგაზრდებზე.

 

დამხმარე მასალა

საღი აზრის ეკონომიკა

  • მარტივ ენაზე ახსნილი ეკონომიკური საკითხები, ვიდეოებითა და ესსეებით:
  • https://www.econfun.org/ka/get-the-book

"საღი აზრის ეკონომიკა ორჯერ ორივით მარტივად" და "5 წუთი ეკონომიკაზე"

სხვა დამატებითი მასალა ეტაპობრივად განთავსდება აქ და ოლიმპიადის ფეისბუქ ჯგუფში

სტატიები, სტატიკა და ქვიზები

მოკლე ვიდეოები

 

ოლიმპიადის მხარდამჭერები

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით: 

  • info@geli.org.ge
  • 598483304

 

  • Graphical user interface

Description automatically generated