ეკონომიკის ოლიმპიადა

ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. ეკონომიკის ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება, ხოლო 2025 წლიდან მისი განმახორციელებელი ორგანიზაცია საერთაშორისო დონეზე არის ეკონომიკური წიგნიერების ინსტიტუტი (Economic Literacy Institute). საქართველოში კი ოლიმპიადას ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) 2023 წლიდან.

ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეს შეუძლია სკოლის მასწავლებლის/სკოლის წარმომადგენლის მეშვეობით, რომლებიც არეგისტრირებენ სკოლას ოლიმპიადის მონაწილედ და ასრულებენ ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის სკოლის კოორდინატორის როლს. სკოლის კოორდინატორი ახორციელებს ეკონომიკის ოლიმპიადის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას, მოწოდებული ინფორმაციის მონაწილეობის მსურველ მოსწავლეებთან გაზიარებას, და სკოლაში ონლაინ ტესტირების დროს მოსწავლეების მონიტორინგს. თუ სკოლა არ ერთვება ოლიმპიადაში კოორდინატორის საშუალებით, მოსწავლეს შეუძლია ინდივიდუალურ მონაწილედ დარეგისტრირდეს.

ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს სამომავლო პროფესიული მიზნების მიუხედავად. ეკონომიკის ოლიმპიადა შედგება რაუნდებისგან, რომელიც განსხვავდება თავისი ფორმატით. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@geli.org.ge

ოლიმპიადის სტრუქტურა

სკოლის რაუნდი

სკოლის რაუნდი ტარდება ონლაინ ტესტირების სისტემის საშუალებით. ტესტირებამდე ხდება სკოლის რეგისტრაციის პროცესი. სკოლების რეგისტრაციის შემდეგ ტესტირების კვირაში მოსწავლეები წერენ ტესტს სკოლაში კომპიუტერებთან, რომელიც 25 კითხვას მოიცავს და 40 წუთი გრძელდება. მონაწილეობა უფასოა. წარმატებული მოსწავლეები გადადიან რეგიონალური რაუნდის ეტაპზე.

2026 წლის სკოლის რაუნდთან დაკავშირებული დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.geli.org.ge/ka/projects/31

 

რეგიონალური რაუნდი

რეგიონალური რაუნდი ტარდება ორ ეტაპად, აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებისთვის თბილისში და დასავლეთ საქართველოს სკოლებისთვის ქუთაისში. რეგიონალურ რაუნდზე მონაწილეობენ სკოლის რაუნდიდან რეიტინგების საფუძველზე შერჩეული 300 მოსწავლე. ტესტი მოიცავს 30 დახურულ შეკითხვას და გრძელდება 1 საათი. ტესტირება კომპიუტერებთან ხდება.

 

ეროვნული რაუნდი

ეროვნულ რაუნდზე მონაწილეობს რეგიონალური ეტაპიდან რეიტინგების საფუძველზე შერჩეული 60 მოსწავლე. ეროვნული რაუნდი მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების ფორმატით. ტესტირებისას მოსწავლეები უპასუხებენ დახურულ და ღია კითხვებს ეკონომიკის და ფინანსების საკითხებზე და დაწერენ ესეს. შერჩეული 10 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ონლაინ ერთ კვირიან ლექციებში. ლექციების გავლის შემდეგ ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევა 5 მოსწავლე, რომლებიც ჩაერთვებიან ეკონომიკის საზაფხულო ბანაკის აქტივობებში ივლისის ბოლოს.

 

ეკონომიკის საზაფხულო ბანაკი

ბანაკში 5 გამარჯვებული მონაწილე უფასოდ ჩაერთვება. გარდა ქართველი მონაწილეებისა შესაძლოა ბანაკს შემოუერთდნენ მონაწილეები სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან. ბანაკის ხუთივე მონაწილე გაემგზავრება საერთაშორისო ფინალურ რაუნდზე.

 

საერთაშორისო ფინალური რაუნდი

საერთაშორისო ფინალური რაუნდი არის ოფიციალური ღონისძიება თითოეული ქვეყნის 5 საუკეთესო კონკურსანტისთვის, რომელიც ჩვეულებრივ 2-4 დღე გრძელდება აგვისტოს დასაწყისში. ფინალური რაუნდი ტარდება საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში, რომელსაც საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია მასპინძლობს. კონკურსი ორ ნაწილიანია, წერითი და ზეპირი. თავდაპირველად იქნება წერითი გამოცდა და შემდეგ 10 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ზეპირ გამოცდაში. გარდა კონკურსისა იქნება სხვა დამატებითი აქტივობებიც მონაწილეებისთვის, როგორიცაა სემინარები, გუნდური აქტივობები, ტურები ქალაქში და ა.შ. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც იძლევა ახალი საერთაშორისო კავშირების დამყარებისა შესაძლებლობას.

ოლიმპიადის პარტნიორები

ოლიმპიადის გენერალური სპონსორი

Economic Fundamental Initiative

ოლიმპიადის სპონსორი

ოლიმპიადის პარტნიორი

თავისუფალი უნივერსიტეტი

ოლიმპიადის მხარდამჭერი

ოლიმპიადის მედია პარტნიორი

BMG