01.01.2023
ზოგისთვის ეკონომიკა მათემატიკური ფორმულებია, ზოგისთვის გრაფიკები, ზოგისთვის ბუღალტერიაც კი - თუმცა სინამდვილეში ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს - პრინციპში ყველაფერს. ყველაზე მეტად გავრცელებული განმარტებაა, რომ ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა, რომელიც იკვლევს როგორ უნდა გადავანაწილოთ შეზღუდული რაოდენობის რესურსები, შეუზღუდავი რაოდენობის სურვილების დასაკმაყოფილებლად.
არსებობს 2 ტიპის ნორმატიული და პოზიტიური ეკონომიკა. ნორმატიული ეკონომიკა სვამს კითხვას “რა არის”, პოზიტიური კი “როგორ უნდა იყოს?”. მაგალითად “რა არის მინიმალური ხელფასი” არის პოზიტიური ეკონომიკის კითხვა, ხოლო “უნდა დაწესდეს თუ არა მინიმალური ხელფასი” - ნორმატიულია.
ამას გარდა, ეკონომიკა იყოფა მიკრო და მაკრო ეკონომიკებად. მიკროეკონომიკა სწავლობს ინდივიდებისა და კომპანიების გადაწყვეტილებებს, მაკრო კი მთლიან ბაზრებს.
ბაზრებს ადამიანები აყალიბებენ, მათი ურთიერთობის შედეგია ნებისმიერი სახის გარიგება და ვაჭრობა, შესაბამისად ადამიანი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამიტომ ეკონომიკას აინტერესებს ყველაფერი რაც ადამიანს ეხება და მოიცავს ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, ადამიანების ურთიერთობას, ოჯახებს, ქვეყნებს შორის პოლიტიკას, გეოგრაფიულ გადანაწილებას და ა.შ.
კლასიკური ეკონომიკა ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა და ყველა სიტუაციაში რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს, ხოლო ქცევითი ეკონომიკა მის ემოციურ და სუბიექტურ გადაწყვეტილებებსაც იღებს მხედველობაში.
ანიმაცია: ორჯერ ორი
ფოტო: Quintin Gellar