02.10.2023

თომას მალთუსი

 

თომას მალთუსი ბრიტანელი ეკონომისტია, რომელიც მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი იკვლევდა შობადობის, გარდაცვალების, ქორწინების ხანგრძლივობის ხელშემწყობ ეკონომიკურ ფაქტორებს, რომელიც თავის ცნობილ წიგნში  „ესსე პოპულაციების პრინციპების შესახებ“ აქვს აღწერილი.

მალთუსი ფიქრობდა, რომ ადამიანების რაოდენობა მანამდე გაიზრდებოდა სანამ დაავადებები, ომები და კატასტროფები მათ რაოდენობას არ შეამცირებდა. დედამიწაზე დარჩენილი ცოტა ადამიანისთვის უკვე საკმარისი რესურსი იქნებოდა გადასარჩენად და კარგი პირობების წყალობით დაიწყებდნენ თავიდან გამრავლებას. ასე გაგრძელდებოდა სანამ ისევ რაიმე კატასტროფა, მაგალითად შიმშილი არ დაიწყებოდა. მალთუსის მაშინდელი გამოთვლებით თუ ყველა წყვილს ეყოლებოდა ოთხი შვილი, ადამიანების რაოდენობა თავისუფლად გაორმაგდებოდა 25 წელში. შესაბამისად ისინი ვერ შეძლებდნენ ყველასთვის სამყოფი საკვების წარმოებას იმის გამო, რომ არ იყო საკმარისი მიწები.

საბოლოოდ მალთუსმა დაასკვნა, რომ ადამიანების რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო კაცობრიობა სიღარიბისთვის იყო განწირული, რადგან როგორც კი გაუჩნდებოდათ დამატებითი შემოსავალი ეს მოტივაციას მისცემდა ადამიანებს ჰყოლოდათ მეტი შვილი, ადამიანების რაოდენობა ისევ გაიზრდებოდა და შედეგად შემცირდებოდა ყველასთვის სამყოფი რესურსი.

მოგვიანებით ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში გამოჩნდა, რომ მალთუსი ცდებოდა. მეცნიერულმა და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა გააჩინა შესაძლებლობა ბევრად უფრო სწრაფი და მასშტაბური წარმოების, ვიდრე თავდაპირველად ეს მალთუსის თეორიით იყო ნავარაუდები. 

ანიმაცია: ორჯერ ორი