„საღი აზრის ეკონომიკა - რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ეროვნული კეთილდღეობისთვის” არის მარტივად დაწერილი წიგნი ეკონომიკაზე, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ფორმულების, რთული ტერმინების და დეტალების რაოდენობა. წიგნის ავტორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ეკონომისტები: ჯეიმს დ. გვართნი, რიჩარდ ლ. სტრუპი, დვაიტ რ. ლი, ტაუნი ჰ. ფერარინი, ჯოსეფ პ. კალჰაუნი და რენდალ კ. ფაილერი.
წიგნი პირველად 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა. მისი მესამე გამოცემა კი ითარგმნა Economic Fundamentals Initiative-ის მიერ ქართულ, სომხურ, უკრაინულ, რუსულ, ალბანურ, უზბეკურ ენებზე და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. წიგნის ქართულ თარგმანზე აქტიურად მონაწილეობდნენ GELi-ის დამფუძნებლები.
საღი აზრის ეკონომიკაში შეტანილი მასალები, დამატებითი საკითხავით და 9 საათზე მეტი ხანგრძლივობის სუბტიტრებიანი ვიდეო კლიპებით, შესაძლებლობას აძლევს მკითხველს, რომ კარგად გაიაზროს ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპები და შედეგად მიიღოს კეთილგონივრული პირადი და საზოგადოებრივი გადაწყვეტილებები.
წიგნი დააინტერესებს საშუალო სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს და თოთოეულ მოქალაქეს.
საღი აზრის ეკონომიკა ოთხი ნაწილისგან შედგება:
ეკონომიკის გააზრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციები. სხვა საკითხებთან ერთად, მკითხველი აქ გაიგებს, რომ: ალტერნატიული ხარჯის გამო უფასო არაფერია; ზღვრულმა სარგებელმა ზღვრულ ხარჯებს უნდა გადააჭარბოს; ვაჭრობა კეთილდღეობას ზრდის; უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მოკლე ვადიანი შედეგები, არამედ გრძელვადიანი და მეორადი ეფექტები (გარე ეფექტები).
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა თუ რატომ იზრდება ზოგი ქვეყანის ეკონომიკა, ხოლო სხვები კი სტაგნაციას განიცდიან? რომელი ინსტიტუტები და პოლიტიკური მიდგომები უწყობენ ხელს ეკონომიკურ ზრდას და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევას?
ეკონომიკაში ხელისუფლების როლი. რატომ იყენებს ხელისუფლება გადასახადებს და ნასესხებ სახსრებს იმისათვის, რომ ზოგიერთ ადამიანსა და საწარმოს დაეხმაროს სუბსიდიებითა თუ ფავორიტიზმის სხვა ფორმებით? რას შეუძლია მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას?
მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ოჯახის ფინანსური დაგეგმვის ბირთვს წარმოადგენს. აქ ყურადღება ისეთ საკითხებზეა გამახვილებული, როგორიცაა თანხის გამომუშავება, შემოსავლიდან სარგებლის მიღება, ინვესტიციებით მეტი მოგების მიღება და რისკის მართვა.
ადამიანის ქმედებას მოტივაციები განსაზღვრავს
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
ადამიანის ქმედებას მოტივაციები განსაზღვრავს
ზღვრული გადაწყვეტილება
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
ზღვრული გადაწყვეტილება
რატომ არ არსებობს არაფერი "უფასო"?
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
რატომ არ არსებობს არაფერი "უფასო"?
ტრანზაქციული ხარჯები
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
ტრანზაქციული ხარჯები
სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში (კლიმენტი ბერულავა)
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში (კლიმენტი ბერულავა)
პროგრესის წყაროები
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
პროგრესის წყაროები
მოთხოვნა - მიწოდება ბაზარზე
Posted by Facebook App on Friday, February 25, 2022
მოთხოვნა - მიწოდება ბაზარზე
გადასახადები
დაზოგვა
საბაზრო vs ცენტრალური ეკონომიკა
საბაზრო და სახელმწიფო ჩავარდნები
თავისუფალი ვაჭრობა
კონკურენცი
როგორ ვაწარმოოთ ყველაფერი
სტიმულების მნიშვნელობა ეკონომიკაში