საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ხელს უწყობს ეკონომიკის და პირადი ფინანსების ცოდნის ამაღლებას საქართველოს მოსახლეობაში.
ჩვენი ხედვა
საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური წიგნიერება უმჯობესდება იმ დონემდე, რაც საჭიროა ნებისმიერი მოქალაქისთვის, რათა უზრუნველყოს თავისი ფინანსური კეთილდღეობა და მიიღოს გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილებები.
ჩვენი მისია
საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ხელშეწყობა ეკონომიკური განათლების მიწოდებით ქართული საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, დაწყებული საშუალო განათლების მოსწავლეებიდან დამთავრებული ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტით, ჩართულობის, შემოქმედებითობისა და ხარისხის მუდმივი უზრუნველყოფის საშუალებით.
ლევანს მოპოვებული აქვს ოპერაციათა კვლევის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტში. მას ასევე აქვს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. ლევანი წლების მანძილზე ISET - ის კვლევით ინსტიტუტში (ISET - PI) ენერეტიკის და გარემოს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე და მკვლევარი იყო. მას აქვს ეკონომიკური დისციპლინების, მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების, ეკონომეტრიკის, ხარჯთ - სარგებლიანობის ანალიზისა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის სწავლების ხუთ წელზე მეტი გამოცდილება.
ბაქარმა ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ხოლო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) მიიღო. GELi - იმდე ბაქარი ISET - ის დირექტორის მოადგილე იყო 2019 - 2021 წლებში, ხოლო 2013 - 2019 წლებში ლექციებს კითხულობდა ქუვეითის შუა აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUM), სადაც ასევე იყო საერთაშორისო აკრედიტაციის და უნივერსიტეტის კურიკულუმის განვითარების გუნდის ლიდერი. კარიერის დასაწყისში იგი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და ეროვნულ ბანკში. მას სხვადასხვა უნივერსიტეტში ეკონომიკის, სტატისტიკისა და ფინანსების სწავლების 15 წლიანი გამოცდილება აქვს.
თამთამ საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ლიეტუვაში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში (VMU), ხოლო ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (GTU) მიიღო. თამთას აქვს საერთაშორისო კომპანიებში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. იგი ასევე მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. თამთა ატარებს ტრენინგებს მეწარმეობასა და პროექტების მართვაში.