საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა
რატომ ეკონომიკა?
ჩვენი შესაძლებლობების რეალიზების და მოქალაქეობრივი როლის სწორად შესრულებისთვის გვჭირდება იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის ეკონომიკა, როგორ მივიღოთ ყოველდღიურად სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებები და როგორ ვმართოთ და დავგეგმოთ პირადი და ოჯახის ფინანსური მომავალი.
ეკონომიკური წიგნიერების ხელშეწყობისთვის ჩვენს ძირითად ხელსაწყოს წარმოადგენს წიგნი „საღი აზრის ეკონომიკა“, რომელიც 2021 წელს გამოიცა ქართულ ენაზე და გამდიდრებულია საქართველოს და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების მაგალითებით.